ჩვენ შესახებ

company

iTrade.ge კომპანია ConnexPro-ს მფლობელობაში არსებული მულტიფუნქციური B2B პლატფორმაა. ეს არის საქმიანი სივრცე, რომელიც შესყიდვების, გაყიდვების და ინვესტიციების მოზიდვის ფუნქციებს აერთიანებს.

iTrade.ge პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნონ ნებისმიერი ტიპის და რაოდენობის სატენდერო განაცხადი. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს კი სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეუძლიათ შეთავაზების განხორციელება. ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორებისთვის უზრუნველყოფს შესყიდვების მაღალ კონკურენტულ გარემოში ჩატარებას, ხოლო რეალიზატორებისთვის ქმნის გაყიდვების გაზრდის მარტივ შესაძლებლობას.

მას, ვისაც ინვესტიციის მოზიდვა, ბიზნესის ან წილის გაყიდვა ესაჭიროება, iTrade.ge აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - პლატფორმაზე შექმნას საინვესტიციო პროექტი, გამოაქვეყნოს და გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ინვესტორებისთვის კი ეს სივრცე არის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც აქვთ წარმატებული პროექტების პოვნის და ინვესტირების შესაძლებლობა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სატენდერო და საინვესტიციო ფუნქციებისა, iTrade.ge-ზე ნახავთ: ბიზნეს ცნობარს - სადაც იპოვით სხვადასხვა კომპანიებს; ბიზნესებს შორის საკომუნიკაციო სისტემას, კომუნიკატორს - რომლითაც შეძლებთ რეგისტრირებულ კომპანიებთან დაკავშირებას; შექმნით თქვენი კომპანიის ბიზნეს გვერდს - სადაც განათავსებთ ინფორმაციას ბიზნესის შესახებ და ა.შ.

რაც შეეხება აითრეიდის გუნდს - იგი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, დინამიური და გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ პლატფორმის განვითარებაზე და ემსახურებიან მიზანს – დაეხმარონ ბიზნეს შესყიდვების და გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმოებაში, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

iTrade -ის გუნდი ასევე გთავაზობთ საკონსულტაციო, ბიზნესის შეფასების და საინვესტიციო პროექტის მომზადების მომსახურებას.

საქმიანობის ფარგლებში 2025 წელს კომპანია ქონექს პრო-ს მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ ბიზნეს პარტნიორთა ასოციაცია , რომელიც iTrade-ის ყველა პარტნიორ ორგანიზაციას ონლაინ გარემოდან უკვე რეალურ სივრცეში აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ ღონისძიებებს, ვებინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე.

ჩვენი მიზანია ციფრული პროდუქტების გამოყენებით გავამარტივოთ ბიზნეს პროცესები, გავხადოთ მეტად ორგანიზებული და ეფექტური. სწორედ ამიტომ itrade -ის გუნდი მუდმივად ზრუნავს არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი მიმართულებების დანერგვაზე.

თუ ჯერ არ ხარ დარეგისტრირებული, შემოგვიერთდი დღესვე და გაზარდე შენი ბიზნესის ეფექტურობა!